დასრულდა ტრენინგი , ბლოგზე ავტვირთე ჩემი ნამუშევარი. მადლობა ქალბატონ ეკას ასეთი საინტერესო და მრავალფეროვანი ტრენინგისთვის !
მომავალშიც ველოდები ასეთ ნაყოფიერ ტრენინგებს .
დღეს განვიხილეთ მოდული 6. შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების კითხვარი, რაც დამეხმარა იმაში, რომ განმესაზღვრა რამდენად კარგი სტრატეგია მაქვს არჩეული. გავწერეთ სასწავლო პროცედურები და ვისაუბრეთ სასწავლო რესურსებზე, თუ რა ტექნიკური რესურსი მჭირდება პროექტის განსახორციელებლად
დღეს ვისაუბრეთ პროექტის პორტფოლიოს შეფასების რუბრიკებზე. გეგმაში გავწერეთ თუ როგორ გავითვალისწინებ მოსწავლეთა ინდივიდუალურ შესაძლებლობებს და შევავსეთ დიფერენცირებული სწავლება. ასევე შევქმენით საავტორო უფლებების ფაილი. დეტალურად გავარჩიეთ სასწავლო პროცედურები.
დღეს განვიხილეთ მოდული 4. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა. შევქმენით პრეზენტაცია და განვათავსე ჩემ საქაღალდეში. შემდეგ ჩამოვაყალიბეთ მოსწავლის ნაშრომის შეფასების რუბრიკა და განვიხილეთ მისი თითოეული პუნქტი.