Sunday, May 29, 2016
ტრენინგის მეოთხე დღე
გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს. პროექტის გეგმაში გავწერეთ შეფასების დროის ჩარჩო. განვიხილეთ მოსწავლეთა საჭიროებები ჩეკლისტი. ვისაუბრეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს მოსწავლეთა პროგრესის შეფასებაზე. დავათვალიერეთ პროექტის პრეზენტაციები და შევქმენით ჩვენი პროექტის პრეზენტაცია.
ტრენინგის მეხუთე დღე
ტრენინგის მეხუთე დღეს ვნახეთ უკუკავშირის საჩვენებელი ფორმა, გავარჩიეთ უკუკავშირის მიცემის რჩევები და მეთოდები. ჩვენს მიერ შექმნილი პრეზენტაცია ავტვირთეთ ბლოგზე და დრაივში. შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები.
Sunday, May 15, 2016
ტრენინგის მესამე დღე
მოდულის 2-ის მიხედვით ვისაუბრეთ სტანდარტებზე და ინდიკატორებზე, გადმოვწერეთ ინტერნეტიდან და პროექტს მივუსადაგეთ ჩვეთვის სასურველი სტანდარტი და ინდიკატორი. დეტალურად გავარჩიეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და ჩამოვაყალიბეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები და გავაცანით კოლეგებს. გავითვალისწინეთ მათი რეკომენდაციები.
ტრენინგის მეორე დღე
ტრენინგის მეორე დღეს ვისაუბრეთ პუბლიკაციის დანიშნულებაზე სასწავლო პროცესში, ავირჩიეთ თემები ინტერნეტიდან გადმოვტვირთეთ სასურველი სურათები და შევქმენით საინფორმაციო ბუკლეტი. დავიწყეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე.
Subscribe to:
Posts (Atom)